ყვითელი ამბები

კესარია აბრამიძე გაშიშვლდა – სოცქსელების მომხმარებლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ

ტრანსგენდერმა ქალმა ულამაზესი ფორმები გამოაჩინა. ნახეთ როგორ გამოიყურება სრულიად შიშველი კესარია აბაზანაში.
Sputnik

ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ სოციალურ ქსელში პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა და „ფოლოვერები“ შოკში ჩააგდო. ახალ ფოტოზე მოდელი სრულიად შიშველია და ძალიან სექსუალურად გამოიყურება.

საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.

კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილმა ტრანსგენდერმა შთაგონების წყარო იპოვა. მისი გვერდი სხვადასხვა გემოვნებიანი გარდასახვით აჭრელდა. მიუხედავად პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟისა, ბუნებრივმა სურათმა ყველა რეკორდი მოხსნა. თუმცა, მისმა შიშველმა ტანმა ისევ სელებრითების ტოპ-ფოტოებში დამსახურებული ადგილი დაიკავა.

სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას აღარ იწვევს. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს.

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებთან მეგობრობს და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს. მათ სიას უერთდება ლელა წურწუმია, რომელთანაც კესარია ყველაზე დიდ დროს ატარებს.