COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის წარმატებას ეხმაურება

გერმანულმა ბიოსაინჟინრო კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზამ წარმატებით ჩაიარა
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების წარმატებული შედეგების შესახებ ინფორმაცია დამაიმედებელია, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, იუწყება РИА Новости.

COVID-19 საგანგებო სიტუაციის ფარგლებს გასცდა – ჯანმო ვითარების გაუარესებაზე საუბრობს

გერმანულმა ბიოსაინჟინრო კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზამ წარმატებით ჩაიარა - ვაქცინამ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებისგან დაცვის 90%-იანი და მეტი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინის აშშ-ში რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანა უკვე ნოემბერში იგეგმება.

„ჩვენ მივესალმებით დამაიმედებელ სიახლეს Pfizer და BioNTech-ის ვაქცინის შესახებ და მივესალმებით ყველა მეცნიერსა და პარტნიორს მთელ დედამიწაზე, რომლებიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლისათვის ახალ უსაფრთხო და ეფექტურ ინსტრუმენტებზე მუშაობენ“, - დაწერა გებრეიესუსმა თავის Twitter-ზე.

მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიო მომსწრეა უპრეცედენტო სამეცნიერო ინოვაციებისა და თანამშრომლობისა, რამაც პანდემიას ბოლო უნდა მოუღოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. კორონავირუსით 50 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1,2 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.