დედამიწაზე ცეცხლოვანი მეტეორიტი ჩამოვარდა: თვითმხილველის ვიდეო

დიდი სისწრაფით მოძრავი მეტეორიტი დასახლებული პუნქტის მახლობლად ჩამოვარდა პლანტაციებში, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თვითმხილველმა ლიბანის პროვინცია აკარში ვიდეოკამერაზე ცეცხლოვანი მეტეორიტის ჩამოვარდნა აღბეჭდა და კადრები ინტერნეტით გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, როგორ მოფრინავს დიდი ზომის ცეცხლოვანი ბურთი და როგორ კარგავს ის სიკაშკაშეს დედამიწასთან მოახლოების კვალდაკვალ.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, მეტეორიტი დასახლებულ პუნქტ ალ-თალილის სიახლოვეს, პლანტაციებში ჩამოვარდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.  

ასტროფიზიკოს სირინა ნეჰმეს თქმით, აღნიშნული მეტეორიტი შეიძლება ლეონიდის მეტეორული ნაკადიდან იყო, რომლებსაც მაღალი სისწრაფე ახასიათებთ და რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას წამში 71 კმ სიჩქარით მოძრაობენ.