ჰეშთეგი #SputnikV: იწყება საინფორმაციო კამპანია პირველი რუსული ვაქცინის შესახებ

რუსეთში შექმნილ პირველ კორონავირუსულ ვაქცინას ინტერნეტ-მომხმარებლებს სპეციალური პლატფორმითა და ჰეშთეგით გააცნობენ.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი და გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სოციალურ ქსელებში რუსეთში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს საინფორმაციო კამპანიას იწყებენ, იუწყება РИА Новости ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით.

ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის რეგისტრაცია იგეგმება

კამპანია გამოიყენებს ჰეშთეგს #SputnikV.

„ვაქცინა#SputnikV-ს არხები სოციალურ ქსელებში მომხმარებლებს მოუთხრობს კლინიკური გამოცდების, წარმოებისა და მოსახლეობის ვაქცინაციის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში. გამალეის ცენტრის მეცნიერები მოგვიყვებიან ვაქცინის შექმნისა და იმ ტექნოლოგიების თაობაზე, რომლებიც იყო გამოყენებული. #SputnikV-თი უკვე ვაქცინირებული ადამიანები კი გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, — აღნიშნეს ფონდის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჰეშთეგ #SputnikV-ს არხები ძირითადი პლატფორმა იქნება ვაქცინის შესახებ ინფორმაციის, ვაქცინირებულთა რაოდენობისა და ასევე წარმოების მონაცემების პუბლიკაციისთვის.

გარდა ამისა, ამ პლატფორმებზე იქნება ტრანსლირებული ვაქცინის შესახებ დიდი ღონისძიებები და ასევე წამყვანი ექსპერტების ინტერვიუები Twitter-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და Youtube-ზე.

აგვისტოში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელიც გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. მას სახელად Спутник V ეწოდა. პრეპარატი ორგანიზმში ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი ინტერვალით.