ყვითელი ამბები

სოფო ბედია ქმარს დაშორდა? - მომღერალი განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ბოლო რამდენიმე საათია ცნობილი წყვილის - სოფო ბედიას და მის მეუღლეს მიშა მესხს აქტიურად განიხილავენ
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. მომღერალმა სოფო ბედიამ სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საჯაროდ უპასუხა და დაწერა, რომ მეუღლეს არ დაშორებია.

„გუშინდელ ჩემს სტატუსს მოჰყვა მთელი ამბავი რომ თურმე (გადამიწყვიტეს ჟურნალისტებმა) ქმარს დავშორდი. არც უფიქრიათ ინფორმაციის გადამოწმება. ბოდიში ვერ გაგახარებთ, ან გაწყენინებთ, მაგრამ ეს არის ტყუილი. მე და მიშა ერთმანეთს არ დავშორებივართ! ჩემი სტატუსი სულ სხვა რამეს ეხებოდა! ასე რომ sorry მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - დაწერა რამდენიმე საათის წინ მომღერალმა „ფეისბუქის“ პირად გვედზე, თუმცა პოსტი მალევე წაშალა.

სოფოს სტატუსს ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ. „თქვენ ისეთი წყვილი ხართ, თუ დაშორდებით ვიწამებ, რომ დედამიწა სამ სპილოზე და ერთ კუზე დგას და ღმერთი არაფერ შუაშია“, - წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე. „რომც დავინახო პასპორტში ანულირებული შტამპი, არ დავიჯერებ“ - დაწერა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა.

სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.