Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ, როგორ მიმდინარეობდა აქციები თბილისსა და ბათუმში.
თბილისში მომიტინგეები 15:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბნენ და 20:00 საათიდან მსვლელობა დაიწყეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართულებით.
ბათუმში აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრთან მოიყარეს თავი იგივე დროს, ხუთი საათის შემდეგ კი ევროპის მოედანზე და აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიღწევას აპირებენ.