ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგში ხანძარია

ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არის, თუმცა ჯერ კიდევ ნარჩუნდება დაკვამლიანება. 
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ორბელიანის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა პარკინგში ხანძარია, აცნობეს Sputnik -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პარკინგზე ცეცხლი ელექტროსადენებს მოკლე ჩართვის შედეგად გაუჩნდა.

ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არის, თუმცა ჯერ კიდევ ნარჩუნდება დაკვამლიანება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.