„არ დავნებდები“ ― თბილისელი მარიამ ბონდარენკო Ты супер!-ის ფინალში ვერ გავიდა

შოუ Ты супер!-ის თბილისელი მონაწილე მარიამ ბონდარენკო ფინალში ვერ მოხვდა. ,აგრამ პირობა დადო, რომ მომავალში პროექტს აუცილებლად დაუბრუნდება. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, როგორ ემზადებოდა მარიამი ნახევარფინალისთვის
Sputnik

მარიამმა მეტა ბარზილაის კომპოზიცია Toy შეასრულა, რომელმაც „ევროვიზია 2008-ში“ გაიმარჯვა.

„ცოტა დაღონებული ვარ... ძალიან ემოციური ვარ. მე აუცილებლად ჩამოვალ კიდევ, არ დავნებდები“, ― თქვა მარიამმა კონცერტის შემდეგ ტელეარხ НТВ-ზე საერთაშორისო ვოკალური პროექტის, Ты супер!-ის მეოთხე სეზონი მიმდინარეობს, რომლის მიზანიც მშობლების ზრუნვას მოკლებული ნორჩი ტალანტების მხარდაჭერა და მათი შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაა.

საქართველო პროექტში მესამედ მონაწილეობს. პირველ სეზონში ჩვენს ქვეყანას ნანა ვარძელაშვილი წარმოადგენდა ქარელიდან, მესამეში კი თეკლა ეკალაძე თბილისიდან.

საერთაშორისო კონკურს Ты супер!-ს ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ატარებენ რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით