ყვითელი ამბები

ჯანეტ ქერდიყოშვილი პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის დააჯარიმეს - ვრცელდება ვიდეო

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი საპატრულო პოლიციამ უხერხულ სიტუაციაში დააჯარიმა. ნახეთ რატომ არ ეკეთა ჯანეტს პირბადე
Sputnik

„მის საქართველო 2011“ ტიტულის მქონე მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი „ინტაგრამის“ „სთორიში“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის სიტუაციაა გადაღებული, როცა მოდელი პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის ქუჩაში დააჯარიმეს. მოდელი პეკინის გამზირზე, პირბადის გარეშე ერთ-ერთი ბრენდის სარეკლამო ფოტოგადაღებაში მონაწილეობდა, რა დროსაც ის დააჯარიმეს.

ჯანეტი თვალწარმტაცი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა. ახალგაზრდა მოდელი და ახალბედა დედა განსაკუთრებულად საინტერესოდ ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყურებოდა. ჯანეტს უყვარს ფერთა გამებით თამაში. სწორედ ამიტომ, ორსულობისას საკუთარი ატელიე დააარსა, სადაც ქალბატონებს დახვეწილ სამოსს სთავაზობს.

იტალიაში ერთ-ერთ წამყვან დიზაინერების სკოლაში ჭრა-კერვის გარდა, სტილის შეგრძნებაც შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებულ მოდელს ახალი შესაძლებლობები მეორე ნახევარმა ჩაუგდო ხელთ. მოდელი ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეზეა დაოჯახებული.

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.