თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 441. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.