სამეგრელოში 169 ბლოკი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს აღმოჩენილი პროდუქცია ჩამოერთვა.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის და აბაშის მუნიციპალიტეტებში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუსა და აბაშის რაიონის სოფელ ქორობანში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 169 ბლოკი (33 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.