თბილისი ისევ „ლიდერობს“: კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 2859 შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 1197 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთი იმყოფება.

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია:

აჭარა - 620, იმერეთი - 438, ქვემო ქართლი - 109, შიდა ქართლი - 62, გურია - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28 ახალი შემთხვევა.
სასტუმრო, საკარანტინო ფუნქციების გარდა, სამკურნალო დაწესებულების როლსაც შეასრულებს

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, მათ შორის თბილისში - შვიდი, აჭარაში - ოთხი, იმერეთში - ოთხი, ქვემო ქართლში - ორი, ხოლო მცხეთა მთიანეთში ერთი ადამიანი.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 54 852-ს.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612.

4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98. 2 599 ადამიანი  არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.
საპატრულო პოლიცია VS COVID-19: წესები და რეკომენდაციები ღია და დახურულ სივრცეებში

საკარანტინო სივრცეში 3 015 ადამიანია, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში - 1 346.

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 731 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში – 15 693, იმერეთში – 4 301.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.