ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები შიმშილობას იწყებენ

პარლამენტთან შიმშილობის აქციას უერთდებიან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებიც, რომლებიც საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანებმა, რომელსაც თავის დროზე საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ედგა სათავეში, შიმშილობა გამოაცხადეს.

„ეროვნული მოძრაობის“ ვეტერანთა მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

„ვიწყებთ უვადო შიმშილობას მოთხოვნით ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კრიმინალურ-პოლიტიკური სპეცოპერაცია“, – განაცხადა აქციის წევრმა დავით ჭაბუკაშვილმა. 
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ავტომსვლელობა: მზადება მასშტაბური აქციისთვის

პარლამენტთან შიმშილობის აქციას უერთდებიან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებიც, რომლებიც საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

დღეს საპროტესტო აქციები მთელ თბილისში იმართება – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ავტომსვლელობას მართავენ და საზოგადოებას კვირას დადეგმილ მასშტაბურ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ლოკალურ აქციებს მართავს.

8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი.