სროლა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან: ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

შსს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. ამ დროისათვის ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან ოპოზიციის აქციის დროს რამდენჯერმე გაისროლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გასროლის დროს რეზიდენციასთან ოპოზიციის აქტივისტების ავტოკოლონა იმყოფებოდა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც თავად აქციის მონაწილეებმა გამოიძახეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების განმარტებით, პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, დაბურულმინებიანი თეთრი ფერის ავტომობილით იყო, რომელმაც აქციის მონაწილეების მიმართულებით ხუთჯერ გაისროლა. ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის სამი მასრაა ნაპოვნი.

შსს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.