ყვითელი ამბები

„მე ლამაზი ქორწინება მქონდა“ – ქეთი მელუა ქმარს დაშორდა

ქეთი მელუა მეუღლეს 8-წლიანი ქორწინების შემდეგ აგვისტოში დაშორდა. ნახეთ ვინ იყო მისი მეორე ნახევარი და რას ამბობს ქეთი ქორწინებაზე.
Sputnik

„ლამაზი ქორწინება მქონდა“, – განუცხადა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ belfasttelegraph-ს რვაწლიან ქორწინებაზე, რომელიც აგვისტოში დასრულდა. მომღერალს ამაზე საჯაროდ არ უსაუბრია. წლების განმავლობაში მასმედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია წყვილის დაშორებაზე, თუმცა არ დასტურდებოდა. ამჯერად კი წყვილი ოფიციალურად დაშორდა.

მელუა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მეგობრობს თავის ყოფილ მეუღლესთან, ამიტომ მისი სიმღერები სიყვარულზე არ არის გაბრაზებული და მწარე. „ახლა მე დიდი ვარ, აღარ მეშინია ცხოვრების ჭეშმარიტად აღქმნის, რადგან მჯერა, რომ ცხოვრება კარგია. წელსაც კი მჯერა, რომ სიხარულის პოვნა შესაძლებელია“, – აღნიშნა მომღერალმა.

ქეთი მელუა ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში და 8 წლის ასაკში ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიაში, მოგვიანებით კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო კიდეც მისი მუსიკალური კარიერა. მალე ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი გახდა ბრიტანეთში.

2012 წლის იანვარში ქეთიმ დაადასტურა ნიშნობა James Michael Toseland-თან. წყვილი 2012 წლის 1 სექტემბერს დაქორწინდა. ჯეიმსი ყოფილი მოტომრბოლელია. კარიერა 1995 წელს დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც, 2004 და 2007 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კარიერა კი 2011 წლის მარტში დაასრულა მაჯის დაზიანების გამო.

რბოლებამდე და რბოლების პარალელურად ის იყო დაკავებული მუსიკით. არის პიანისტი, მომღერალი და წერს მუსიკას. მას სწორედ მუსიკალურ სფეროში სურდა კარიერის გაკეთება, მაგრამ ვერ შეძლო ლონდონის მუსიკალურ კოლეჯში მოხვედრა, რის შემდეგაც ბედი მოტორბოლაში სცადა. 2013 წელს ის დაუბრუნდა მუსიკას და შექმნა ბენდი Toseland.