ყვითელი ამბები

ლიზა ყენიამ საკუთარი ბრენდი შექმნა – მომღერალი ფერადკანიან მამაკაცთან ერთად პოზირებს

ლიზა ყენიას ცხოვრებაში სიახლეებია. მომღერალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ნახეთ რაში მოსინჯა ძალები მაია ჯაბუას ქალიშვილმა.
Sputnik

ახალგაზრდა მომღერალმა ლიზა ყენიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ თეატრის მსახიობობაშიც მოსინჯა ძალები, ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი შექმნა. Friskystyle – ასე ჰქვია მის ბრენდს, რომლის სარეკლამო გადაღებებში თავად ლიზაც მონაწილეობს. გარდა ამისა, გოგონამ გერმანულ კოსმეტიკურ კომპანიასთანაც გააფორმა კონტრაქტი და საკუთარი ხაზიც შექმნა.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ლიზა განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალურად წარმოადგენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე არანაკლებ სწრაფად გაითქვა.

ლიზა ყენია ახალი ჰიტების შექმნას არ წყვეტს. მის ახალ სიმღერას YOUTUBE-ის ოფიციალურ გვერდზე 290 ათასამდე ნახვა აქვს. რაც მთავარია, ქართველი მომღერლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ლიზას შემოქმედება მოეწონა.