ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: ჩვენს ქვეყანას ულიმიტო რესურსები არ აქვს
© Sputnik
„ზოგადად, ახლა რომ სიტუაცია საგანგაშოა, ამაზე არ უნდა ვიდაოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წონასწორობა სწრაფად არ დაირღვეს. ეს ზრდა რაღაც ეტაპამდე იყო მართვადი, მაგრამ ულიმიტო შესაძლებლობები და რესურსები ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ვფიქრობ, რომ ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს აუცილებლად და დროულად გასაკეთებელია, რათა არ მოხდეს ინფექციის მასიური გავრცელება", – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა უკვე 423-ია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3094, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4618 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2438 ადამიანი იმყოფება.