COVID-19 - ბოლო ცნობები

მოემზადეთ ახალი პანდემიისთვის: ჯანმო მიმართვას ავრცელებს

ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოში 48,1 მლნ-ზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. პანდემიამ 1,23 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდა, მოემზადნენ ახალი პანდემიისთვის, რის შესახებაც ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება ახალ პანდემიასთან გასამკლავებლად. 

„წელს ჩვენ დავინახეთ, რომ მყარი ინფრასტრუქტურის ქვეყნებმა, <…> საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების კუთხით, გამოავლინეს უნარი, სწრაფად ემოქმედათ ვირუს SARC-CoV-2-ის შესაკავებლად და მისი გავრცელების შესაჩერებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოში 48,1 მლნ-ზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. პანდემიამ 1,23 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.