COVID-19 - ბოლო ცნობები

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ COVID-19-თან ბრძოლის საკითხზე საგანგებო სესია დანიშნა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირაში რეკორდულად - 3,3 მილიონით გაიზარდა, იუწყება ჯანმო
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას დაეთმობა, 3-4 დეკემბერს სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების დონეზე გაიმართება, განაცხადა ბრიფინგზე გაეროს გენასამბლეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრენდენ ვარმამ.

დანიაში კორონავირუსით ინფიცირებულ წაულებს დახოცავენ: ჯანმოს კომენტარი

„დღეს გაეროს გენასამბლეამ დაადგინა COVID-19-ის საკითხზე საგანგებო სესიის ფორმატი, მასშტაბი და ჩატარების თარიღი. სპეცსესია სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების დონეზე 3-4 დეკემბერს გაიმართება“, - განაცხადა ვარმამ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირაში რეკორდულად - 3,3 მილიონით გაიზარდა, იუწყება ჯანმო.

ჯანმოს მონაცემებით, 1 ნოემბრისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 46 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 1,2 მილიონი შეადგინა. ორგანიზაციის მონაცემებით, ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო გასულ კვირაში ევროპის რეგიონში, სადაც დაფიქსირდა ყველა ახალი შემთხვევის ნახევარი (1,7 მილიონი).