მსოფლიო დღეს

არჩევნები აშშ-ში: ნევადაში ბიულეტენებს 10 ნოემბრამდე მიიღებენ ფოსტით

ტრამპის ადვოკატებმა აშშ-ის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს ნევადაში ფალსიფიკაციის მინიმუმ 3062 შემთხვევის თაობაზე აცნობეს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის შტატ ნევადაში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება იმ საარჩევნო ბიულეტენების მიღება, რომლებიც 3 ნოემბრის ჩათვლით არის გაგზავნილი ფოსტით, ნათქვამია შტატის სამდივნოს პრეს-რელიზში.

„ნევადის კანონის თანახმად, ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები, რომლებსაც საფოსტო შტამპი არჩევნების დღეს ან მანამდე აქვს დასმული, და მიღებული იქნება არაუგვიანეს 10 ნოემბრის 17:00 საათისა, ჩათვლილი იქნება“, — ნათქვამია რელიზში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკვანძო შტატ ნევადაში ბიულეტენების 84%-ის დათვლის შემდეგ ბაიდენსა და ტრამპს შორის სხვაობა შემცირდა: დემოკრატ კანდიდატს ხმათა 49,4% აქვს მიღებული, ხოლო რესპუბლიკელს — 48,5%. 

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე საპროტესტო აქციები გაიმართა

ნევადაში გამარჯვება ჯო ბაიდენისთვის იმ 6 ელექტორალურ ხმას უზრუნველყოფს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვებისთვის არის საკმარისი.

შტატის ყოფილი გენერალური პროკურორის ადამ ლექსოტის თქმით, დონალდ ტრამპის შტაბმა ხუთშაბათს ნევადაში მრავალრიცხოვანი არალეგიტიმური ხმების შესახებ განაცხადა და სასამართლოსგან ამგვარი ბიულეტენების დათვლის შეწყვეტა მოითხოვა.

ნევადაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობის Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, რომ ტრამპის ადვოკატებმა აშშ-ის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს ფალსიფიკაციის მინიმუმ 3062 შემთხვევის თაობაზე აცნობეს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.

„გამოვლინდა ათასობით ადამიანი, რომლებმაც, როგორც ყველაფრიდან ჩანს, დაარღვიეს კანონი, მისცეს რა ხმა ნევადიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის შემდეგ“, — ნათქვამია მათ განცხადებაში.