თოვლი, შტორმი და წყალდიდობა: როდემდე გასტანს უამინდობა

უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე აცივდება. სინოპტიკოსები შტორმისა და მეწყრების შესახებ გვაფრთხილებენ.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შაბათსა და კვირას მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვინა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა. ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ნავარაუდევია თოვლი.

სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.