თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბროწეულის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღამაშენებლის ხეივნის, ონიანის, რონდელის, ლუბლიანას, ახმეტელის და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.