თალაკვაძე: იციან, რომ მეორე ტურში დამარცხდებიან და ურჩევნიათ არ მიიღონ მონაწილეობა
© Sputnik
„ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, პროპორციული სიით უკვე შესული არიან პარლამენტში. და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მათ მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ აქვთ, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებულ ამ საკითხებს ისინი აფორმებენ, თითქოს მეორე ტურში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ. სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური კაპიტულაცია მეორე ტურის წინ, იციან, რომ მეორე ტურში დამარცხდებიან და ურჩევნიათ არ მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი მანდატებზე და 17 ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.