შეტევა ქაბულის უნივერსიტეტზე, რომელსაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა – ფოტო

Sputnik

უნივერსიტეტზე შეტევა ორშაბათს, დილით განხორციელდა. სამი თავდამსხმელი იურიდიული ფაკულტეტის აუდიტორიაში მაშინ შეიჭრა, როცა ავღანეთისა და ირანის წარმომადგენლები უნივერსიტეტში წიგნების გამოფენას ხსნიდნენ. ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს სტუდენტებსა და ლექტორებს.

შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მინიმუმ 20 დაიჭრა.

 

1 / 12
უნივერსიტეტს სამი მამაკაცი დაესხა თავს
2 / 12
ისინი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ირანულ-ავღანური წიგნების გამოფენა იმართებოდა, რომელსაც რამდენიმე მაღალჩინოსანიც ესწრებოდა
3 / 12
შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
4 / 12
20-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო
5 / 12
ავღანელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია დაიწყეს და უნივერსიტეტში ოპერაციას შეუდგნენ
6 / 12
თავდამსხმელთა და სპეცსამსახურების წინააღმდეგობა ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა
7 / 12
ორმხრივი სროლის დროს სამივე ტერორისტი სნაიპერებმა მოკლეს
8 / 12
ჩამსხვრეული მინები იურიდიული სწავლების ეროვნული ცენტრის აუდიტორიაში თავდასხმის მეორე დღეს
9 / 12
რადიკალურმა ისლამურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ განაცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს
10 / 12
ნატო-ს უფროსმა სამოქალაქო წარმომადგენელმა ავღანეთში სტეფანო პონტეკორვომ განაცხადა, რომ ბოლო ათ წელიწადში ეს მეორე თავდასხმაა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ქაბულში
11 / 12
სისხლით გასვრილი წიგნი თავდასხმის შემდეგ
12 / 12
ავღანეთის ხელისუფლებამ სამი ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა