ყვითელი ამბები

ნინი ნებიერიძეს ცნობილი რეჟისორი ფილმში იღებს – ფოტოები

გადამღები ჯგუფი ამჯერად საქართველოში იმყოფება. როდის დასრულდება გადაღებები და რის შესახებ მოგვითხრობს ფილმი – ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
Sputnik

ნინი ნებიერიძე, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მეგობარ მოდელ ელენე მახარაშვილთან ერთად საბერძნეთში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა. მოდელი პერიოდულად აქვეყნებს ფოტოებს გადასაღები მოდენიდან, საიდანაც ირკვევა, რომ გოგონები ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ გადაიღო საკუთარ ფილმში.

ფილს, სავარაუდოდ, „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ ჰქვია. პანდემიის პერიოდში ნინი მთელ დროს გადასაღებ მოედანზე ატარებდა და აშკარაა, რომ ეს საქმე ძალიან მოსწონს. სწორედ საბერძნეთში გადაღებებს დაემთხვა ახალგაზრდა მოდელის დაბადების დღე, რომელიც მან მზიან სანაპიროზე აღნიშნა. მოდელი 26 წლის გახდა.

გადამღები ჯგუფი ამჯერად საქართველოში იმყოფება. როდის დასრულდება გადაღებები და რის შესახებ მოგვითხრობს ფილმი – ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ელენე მახარაშვილი და ნინი ნებიერიძე წლებია ოჯახებით მეგობრობენ. ნინი ნებიერიძე დაოჯახებულია მილიონერ თემურ უგულავაზე და ორი შვილი – თემურიკო და ტოკიო ჰყავს. რაც შეეხება ელენეს, მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძეა. წყვილი ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ზაფხულს ყოველთვის საქართველოში, ახლობლების გარემოცვაში ატარებს.