ყვითელი ამბები

ნანუკა გუდავაძეს უსიმპათიურესი სიძე ჰყავს – ნახეთ ფოტოები

ნანუკა გუდავაძე ყოფილი მოდელი და ამჟამად ბლოგერია. ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილს ორი და ჰყავს.
Sputnik

მუსიკოს ბერა ივანიშვილის და მოდის ბლოგერის ნანუკა გუდავაძის წყვილი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. არანაკლებ პოპულარული გახდა გუდავაძის და ანი, რომელმაც წყვილის მსგავსად „ტიკტოკერობას“ მიჰყო ხელი.

როდესაც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ბერა ივანიშვილის დანიშვნის შესახებ შეიტყო, პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის იყო, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. ნანუკას ორი და ჰყავს – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს. ანის მეუღლე უსიმპათიურესი ნიკუშა ფიცხელაურია.

წყვილის სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოები ჭარბობს. ირკვევა, რომ ოჯახი ხშირად სტუმრობს ივანიშვილების საზაფხულო რეზიდენციას შეკვეთილში. სწორედ აქ გაატარეს ზაფხული ნანუკამ და ანიმ ოჯახებთან ერთად და ულამაზესი ფოტოებიც გადაიღეს.

ბერას და ნანუკას ქორწილი სამი წლის წინ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.