მსოფლიო დღეს

საფრთხე ახლოსაა: მაკრონმა საფრანგეთის საზღვრების კონტროლი გააძლიერა

შენგენის ზონაში 26 ქვეყანა შედის, რომლებსაც შიდა სასაზღვრო კონტროლი გაუქმებული აქვთ. ეს 4,3 მლნ კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა 400 მლნ მცხოვრებით.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შენგენის ზონის საზღვრებზე, გაზრდილი ტერორისტული საფრთხეების გამო, კონტროლი გაძლიერდა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ გავაორმაგოთ იმ ძალების რაოდენობა, რომლებიც საზღვრებზეა განთავსებული კონტროლის ფარგლებში – პოლიციელების, ჟანდარმებისა და სამხედროების რაოდენობა 2400-დან 4800-მდე გაიზრდება“, — განაცხადა ესპანეთთან საზღვარზე მყოფმა საფრანგეთის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ შენგენის ზონაში 26 ქვეყანა შედის, რომლებსაც შიდა სასაზღვრო კონტროლი გაუქმებული აქვთ. ეს 4,3 მლნ კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა, რომელზეც 400 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

შეიარაღებული ტერორისტების შეტევა ვენაზე - ფოტო

პარიზის მახლობლად მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობის შემდეგ, 29 ოქტომბერს, როდესაც მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობენ, საფრანგეთში თავდასხმების სერია მოხდა. ჯერ ტუნისელი იბრაჰიმ ალ-აუისაუი დაესხა თავს ადამიანებს ნიცაში, რა დროსაც სამი მათგანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, შემდეგ კი ავინიონში ისლამისტმა ახალგაზრდამ სცადა პოლიციელების დახოცვა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მოკლეს. თითქმის იმავდროულად ჯიდაში დააკავეს საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრს დაესხა თავს. გარდა ამისა, მუსლიმებმა საფრანგეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხიეს ნიქოზიაში მდებარე საელჩოდან. საფრანგეთის ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა აამოქმედა, რაშიც მას ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის – ავსტრიამ, რომლის დედაქალაქ ვენაშიც 2 ნოემბერს რადიკალმა ისლამისტებმა ერთბაშად რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს და ოთხი ადამიანი მოკლეს.