დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 401 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 976 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, შემდეგ კი აჭარა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთის რეგიონი – 368, აჭარა – 328, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 280, შიდა ქართლი – 135, კახეთი – 70, გურია – 62, ქვემო ქართლი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 31.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 ადამიანი: თბილისში გარდაიცვალა 10, აჭარაში – ორი, იმერეთში – შვიდი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში ერთი ადამიანი. 

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15 332 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 489 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2 198, აჭარაში – 723.

638 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 293 პაციენტი. თბილისში – 150, აჭარაში – 94. კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 446 ადამიანი: თბილისში – 822, აჭარაში – 1 127. ბინაზე მკურნალობს 8 397 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში – 11 423, იმერეთში – 4 177.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 33 459 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 289), გარდაიცვალა – 401, კარანტინის რეჟიმშია 3 160, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 489 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 446 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.