თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ინფორმირებულია დანიაში წაულებიდან ადამიანებზე COVID-19-ის გადაცემის თაობაზე და დანიის ხელისუფლებასთან ამ საკითხში თანამშრომლობს, ნათქვამია ორგანიზაციის Twitter-ში.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ დანიაში რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი წაულებიდან გადაედო და რომ ვირუსმა გენეტიკური ცვლილებები განიცადა. ვთანამშრომლობთ დანიის ხელისუფლებასთან ამ საკითხზე“, - განაცხადეს ჯანმოში.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა წაულა უნდა განადგურდეს, რადგან მუტაცია განცდილი ვირუსის მატარებელი და ადამიანისთვის გადამდები შეიძლება იყოს. მისი თქმით, კორონავირუსი დაფიქსირდა 207 ფერმაზე, 67-ზე ცხოველები უკვე დაიხოცა, 23-ზე კი გაურკვეველი სიტუაციაა.