მსოფლიო დღეს

ბოლო მონაცემები აშშ-დან: გადამწყვეტ შტატში ტრამპი მჭიდროდ მიუახლოვდა ბაიდენს

თუ მოქმედი პრეზიდენტი ვისკონსინში არჩევნებს მოიგებს, მაშინ ჯო ბაიდენი ვერ შეძლებს ელექტორალის საჭირო რაოდენობის ხმების დაგროვებას.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხმათა რაოდენობით მჭიდროდ მიუახლოვდა დემოკრატი ჯო ბაიდენის მაჩვენებელს ვისკონსინის შტატში, რომელიც ათ ელექტორალურ (ამომრჩეველთა კოლეგიის) ხმას ფლობს, იუწყება ტელეარხი Fox News.

ხმების დასაცავად: აშშ-ში შეიარაღებულ აგენტებს საარჩევნო უბნებზე შესვლის უფლება მისცეს

შტატში ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ტრამპს ხმების 48,9% აქვს მიღებული, ხოლო ბაიდენს – 49,6%.

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვისკონსინში არჩევნებს მოიგებს, მაშინ მისი ოპონენტი ბაიდენი ვერ შეძლებს ელექტორალის საჭირო რაოდენობის ხმების დაგროვებას.

ამასთან აღინიშნება, რომ ბიულეტენების დათვლა ასევე არ არის დამთავრებული არც ნევადაში (6 ელექტორალური ხმა). იქ ამ დროისათვის მხოლოდ 75%-ია დამუშავებული, რომლის მიხედვითაც ბაიდენი მცირედით უსწრებს ტრამპს: მას 49,3% აქვს, ტრამპს კი 48,7%.

ამ დროისათვის დონალდ ტრამპს 214 ელექტორალური ხმა აქვს გარანტირებული, ხოლო ბაიდენს — 264. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270-ის ხმა ესაჭიროება.