ყვითელი ამბები

„მომიტანეს 500 000 დოლარი, წავედი, არ მეძებოთ“ – შორენა ბეგაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ საზოგადოება შოკში ჩააგდო. შორენას ბადრი ესებუასთან რამე კავშირი აქვს?
Sputnik

უკვე რამდენიმე დღეა პოლიცია „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლების აყვანაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ეძებს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია. ესებუა ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა, სადაც 43 მძევალი აიყვანა. ის 500 000 დოლარს მოითხოვდა და ბანკის შენობაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა.

ყველა თანხმდება, რომ დამნაშავე დაკავებული უნდა იყოს, თუმცა საზოგადოებას სისხლის სამართლის ეს საქმე გართობის ინსპირაციას აძლევს, რასაც სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მოწმობს. როგორც ჩანს, ბანკის ყაჩაღობამ მხიარული განწყობა შეუქმნა მსახიობსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილსაც. მსახიობმა რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც მსახიობი ქუჩაში დგას და მას თითქოს შავი ჩანთით 500 000 დოლარს მიუტანენ.

„მომიტანეს 500 000, წავედი, არ მეძებოთ“, – წერს ვიდეოს აღწერაში ბეგაშვილი. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „უგულავა წაიყოლე თუ დაიღლები ჩანთის ტარებით „ჩაგენაცვლება” – დაუწერა მას ერთ-ერთმა ხელმომწერმა.