თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:04, შემდეგ კი 18:05 საათზე მოხდა და 3.5 მაგნიტუდის სიდიდის იყო.
პირველი ბიძგები ონთან, სოფელ ხარისთვალთან დაფიქსირდა, მეორე – საჩხერესთან, სოფელ ბაჯიხევთან.
ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.