ამ დღეებში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში - საოლქო კომისიასთან. ახლა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და მათი მომხრეები ზუგდიდშიც გამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები კენჭისყრის შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.
მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელად ბარიერი გადალახეს, უარი თქვეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე.