ყვითელი ამბები

რა ღირს ნომერი სასტუმროში, სადაც ქეთა საქმროსთან ერთად ისვენებდა – წყვილის ფოტო დუბაიდან

ორსული ქეთა თოფურიას ფოტოს შემდეგ, სადაც მომღერალი დუბაის სანაპიროზე საყვარელ მამაკაცთან ერთად ირუჯება, ყველაფერს ფარდა ვიდეოში აეხადა.
Sputnik

ქეთა მეორე შვილს 35 წლის დიპლომატისგან ლევ დენგოვისგან ელოდება. ორსულობის მიუხედად, წყვილი დუბაიში გაემგზავრა და, რუსული მედიის ინფორმაციით, უძვირეს სასტუმრო Jumeirah Al Naseem-ში ისვენებდა. სასტუმრო ხუთვარსკვლავიანია და ერთი საღამოს გატარება საშუალოდ ერთ ადამიანზე 1800 დოლარი ღირს.

ორსული ქეთა თოფურიას ფოტოები პირველად სწორედ მზიანი კურორტიდან გავრცელდა. მომღერალი და დიპლომატი ვაჟს ელოდებიან და ქორწილიც უახლოეს თვეებშია დაანონსებული.

ქეთა თოფურია ლევ დენგოვს ერთი წელია ხვდება, ის უკვე დაინიშნა კიდეც. ლევ დენგოვი ბელორუსია, წარსულში მღეროდა და მის ბოიბენდს ერთი ჰიტიც კი ჰქონდა. დენგოვის ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბენდია. თუმცა როცა ბიზნესში წავიდა, სახელი შეიცვალა. ბიზნესის პარალელურად ის დიპლომატიურ საქმიანობასაც ეწევა.

ერთ-ერთი მასშტაბური, ბოლო ბიზნეს-პროექტი, რომელიც დენგოვმა განახორციელა Vigorous Alliance-თან პარტნიორობაა, რომელიც რუსეთში ბანანის ექსპორტს ახორციელებს, მისმა ინვესტიციამ 577 მილიონი დოლარი შეადგინა.

View this post on Instagram

#селяви #astudio

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავს ლევ დენგოვსაც.