მეტეხის გვირაბი იკეტება

5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეტეხის გვირაბი ღამით დაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება. ამასთან დაკავშირებით, მეტეხის გვირაბი 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე დაიკეტება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" ასრულებს.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.