დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა

სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი, გარდაიცვალა – 381, კარანტინის რეჟიმშია 3 004, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 428 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 295 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 989 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე. 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარასა და იმერეთის რეგიონში, სადაც ბოლო დღეებში თბილისის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, კორონავირუსის ერთნაირი რაოდენობა გამოვლინდა – 387.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: ქვემო ქართლი – 166, შიდა ქართლი – 133, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 97, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 29, გურია – 27.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 ადამიანი: თბილისში – 2, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15 240 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 355 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2 117, აჭარაში – 690. 

569 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 238 პაციენტი – თბილისში 119, აჭარაში 72. კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 428 ადამიანი: თბილისში – 878, აჭარაში – 1 180. ბინაზე მკურნალობს 8 457 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 ადამიანი, აქედან თბილისში – 2 735, აჭარაში – 12 427, იმერეთში – 4 025. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 3 004 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში – 1 392.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 44522-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა – 381. კარანტინის რეჟიმშია 3 004, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 428 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.