ყვითელი ამბები

„ეს ჩემი ცხვირია ოპერაციის შემდეგ“ – გურამ შეროზიამ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა

ცნობილმა ბლოგერმა ახალ ექსპერიმენტს მიმართა. ნახეთ როგორ შეიცვალა მისი გარეგნობა ცხვირის ოპერაციის შემდეგ.
Sputnik

ბლოგერმა გურამ შეროზიამ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. სოციალურ ქსელში ბლოგერი ნაოპერაციევი ცხვირის ფოტოს აქვეყნებს და „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ სთხოვს, შთაბეჭდილება გაუზიარონ.

როგორც ბლოგერი აღნიშნავს, ოპერაციამ სულ 35 წუთს გასტანა, კეხი გაუსწორეს და ცხვირის წვერიც აუწიეს. „გირჩევთ: არც თქვენ უთხრათ უარი საკუთარ თავს იმაზე, რაც გულით გინდათ, მთავარი თქვენი ბედნიერებაა!“ – დაწერა ბლოგერმა.

ბლოგერი გურამ შეროზია აქტიური ცხოვრებით გამოირჩევა. ბავშვობაში ბევრ რამეზე ოცნებობდა, მათ შორის უცხოეთში მოგზაურობაზე. შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერად ეს ოცნება განახორციელა – ამ დროისთვის 60 ქვეყანაშია ნამყოფი.

გურამ შეროზია სამი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძე იყო, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.