გლდანში გაჩერებულ მანქანას ესროლეს

დაუდგენელმა პირმა ავტომობილების სახელოსნოსთან, სადგომზე გაჩერებულ ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ავტომობილების სახელოსნოსთან, სადგომზე გაჩერებულ ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა.

გასროლის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.