თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების ზეიმისთვის ემზადება.
მისი თქმით, დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს ხმათა რაოდენობით უსწრებს ოჰაიოში, ტეხასში, ფლორიდაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში.
„გამარჯვებისთვის ჩვენ ყველა ეს შტატი არც კი გვჭირდება“, — განაცხადა მან და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ბრიტანელი ბუკმეკერებიც, თუმცა ხმების დათვლის დაწყებამდე დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ კეთდებოდა პროგნოზები.
აშშ-ში საარჩევნო სისტემა ორი საფეხურისგან შედგება — მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კი არ აძლევენ ხმას, არამედ თავდაპირველად კენჭს უყრიან ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ აძლევენ ხმას.