ყვითელი ამბები

„შენითაც მოიფიქრე რამე“ – ანუკი არეშიძეს პლაგიატობაში სდებენ ბრალს – დიზაინერის პასუხი

ცნობილი დიზაინერის გემოვნება ბევრისთვის მისაბაძია. მისი სტილით ხშირად ინტერესდებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოდის მიმდევრები.
Sputnik

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ საკუთარი ახალი კოლექცია წარუდგინა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. „ანუკი, შენითაც მოიფიქრე რამე“, – დაუწერა დიზაინერს ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პიჯაკები, ქსოვილიც და სტილიც „ბალენსიაგას“ 2018 წლის კოლექციის ასლია.

„საერთოდ გრამითაც კი ვერ ვხედავ, საერთოდ სხვადასხვა სულის პატრონია, ასე რომ უადგილოა ეს შედარება, თითქოს “ლიჟბი” დაწერო ბალენსიაგას ბაძავო ეგეთი თემაა“, – წერს დიზაინერი.

თბილისის მერის მეუღლე წარმატებული დიზაინერია. ANOUKI ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდი 2013 წელს ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შექმნა. ანუკის განათლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აქვს მიღებული, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მილანის დიზაინის სკოლაში ჩაბარება დაეხმარა მას გაეგო, რა მიმართულებით სურდა მუშაობა. დიზაინერობის სურვილი და საკუთარი ბრენდის შექმნის იდეა კი მას ბავშვობიდან ჰქონდა.

თავდაპირველად დიზაინერმა თავისი კარიერა უკრაინაში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სამშობლოში დამკვიდრდა და უკვე მრავალი წელია ბრენდით ANOUKI ახალ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალური ქსელის საშუალებით ეცნობა მიმდინარე სიახლეებს. ანუკის ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარს გვთავაზობს.

ბრენდი თავიდანვე აქტიურად იყო წარდგენილი ევროპულ გამოფენებსა და პარიზის შოურუმებში, რაც ზრდიდა როგორც ანუკის, ასევე მისი ბრენდის პოპულარობას. ბრენდის ტანსაცმელი წარდგენილია ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორიც არის: Harvey Nichols Hong Kong, D-Mop Hong-Kong, Isetan Japan, Rare Market Korea, Lyyk (4 მაღაზია რუსეთში) More is Love. 2017 წელს ქართული ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა.