როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 6 ნოემბერს

პარასკევს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდი იქნება, პერიოდულად იწვიმებს. ჰაერი დღისით 15 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისში პარასკევს, 6 ნოემბერს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი,  პერიოდულად იწვიმებს.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 13 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება.

მზე 07:39 საათზე ამოვა და 17:48 საათზე ჩავა.