ხოჯევანიშვილი: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 989 თბილისში, 387 კი აჭარაში დაფიქსირდა

უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე ისაუბრა.
Sputnik
ხოჯევანიშვილი: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 989 თბილისში, 387 კი აჭარაში დაფიქსირდა
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 117, აჭარაში – 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში – 283, აჭარაში – 84. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 72.
2 428 ადამიანი არის კოვიდ–სასტუმროში, მათ შორის, 1 180 – აჭარაში, ხოლო 878 – თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღევანდელი მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, თბილისში დღეს გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.