შეიარაღებული ტერორისტების შეტევა ვენაზე - ფოტო

Sputnik

ვენის პოლიციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე სროლა დაიწყო საიტენშტეტენგასეს რაიონში, სადაც რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი დააფიქსირეს.

ტერაქტის შედეგად სინაგოგასთან დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი.

ჯამში 50-მდე სროლა გაისმა. ბოროტმოქმედებმა ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან გახსნეს.

1 / 12
ორშაბათს საღამოს უცნობებმა ავსტრიის დედაქალაქში თავდასხმა განახორციელეს
2 / 12
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა ექვს სხვადასხვა ადგილზე განხორციელდა
3 / 12
ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს კაფეებსა და რესტორნებში მჯდომებს
4 / 12
სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 18
5 / 12
ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს, ახლა მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
6 / 12
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ვენაში მოკლული მსროლელი აკრძალული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო
7 / 12
მინისტრის თქმით, ბოროტმოქმედზე შაჰიდის ქამარი აღმოაჩინეს
8 / 12
ხელისუფლებამ შეტევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, საზოგადოებას კი სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ
9 / 12
უსაფრთხოების მიზნით სკოლებში შეჩერებულია სწავლის პროცესი
10 / 12
პოლიცია შემთხვევის ადგილზე ვენაში
11 / 12
თავდახსმა ავსტრიაში ლოკდაუნის გამოცხადების წინა დღეს მოხდა
12 / 12
უამრავმა ქვეყანამ ვენაში მომხდარი ტერაქტი დაგმეს და ავსტრიელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატეს