ცნობილი ქართველი დიზაინერი, რომელიც მაყურებელმა შოუ „ნიჭიერის“ ჟიურის ამპლუაშიც იხილა, სოციალურ ქსელში ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შვილთან გვანცა ონიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და იუბილეს ულოცავს. როგორც ჩანს, დიზაინერი ქალთან ოჯახით მეგობრობს. „სულიერი და“ – ასე დააწერა მაკამ მათ ერთობლივ ფოტოს.
მაკა კვიციანი „მასტერშეფში“ გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მის მიმართ ინტერესი მხოლოდ თბილისის გარკვეული წრის წარმომადგენლებს არ აქვთ, მაკა მთელმა საქართველომ გაიცნო. მაკა „ინსტაგრამზე“ დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მაკა კვიციანი დიზაინერ ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარი და მეჯვარეცაა. ისინი ხშირად ოჯახებით ერთად დადიან დასასვენებლად, გასართობად და თავისუფალ დროს ერთად ატარებენ.
ახალგაზრდა დიზაინერის ქმარი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია. 2009 წლიდან შოთა ბერეკაშვილი BK Capital-ის პრეზიდენტი, 2017 წლიდან კი ასევე „m² უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.
რაც შეეხება გვანცა ონიანს, ის ყველაზე გავლენიანი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის შვილია, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში იცნობენ. პოპულარობას არ უჩივის მისი ქალიშვილი გვანცა ონიანიც, რომელიც რუსული ელიტური წვეულებების სასურველი სტუმარია და მას კრიმინალის პრინცესასაც კი უწოდებენ რუსი ჟურნალისტები.