მარგველაშვილი: ამომრჩევლის ხმა უნდა დააფასო, კოვიდის დროს მოვიდა და მოგცა ხმა
© Sputnik
„ყველა კონსტიტუციური მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული – როგორც სარჩელების შეტანა ცესკოში, სასამართლოში, ჩვენს პარტნიორებთან, ასევე პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური განცხადებები. როდესაც იცი, რომ ამომრჩეველმა შენ მოგცა ხმა, ამოსავალი არის ერთი: შენ ამ ამომრჩევლის ხმა უნდა დააფასო და უნდა დაიცვა. და დღეს ორჯერ უფრო მეტად უნდა დაიცვა შენი ამომრჩევლის ხმა, იმიტომ რომ ის მოვიდა კოვიდის დროს და მოგცა ხმა. არ გაქვს უფლება, ეს ხმა გაყიდო“, – ამბობს მარგველაშვილი.
31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელთა თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, და ამტკიცებს, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია.