გვიცავს თუ არა გაციება კორონავირუსისგან: ცნობილი იმუნოლოგის განმარტება

ექიმ-იმუნოლოგის თქმით, ვირუსებს აქვთ თვისება, ებრძოლონ ერთმანეთს ადამიანის ორგანიზმში „ტერიტორიისთვის“, რაშიც უკვე „მოშინაურებული“ ვირუსები იმარჯვებენ.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. შეუძლია თუ არა ერთ დაავადებას მეორის დაბლოკვა და მართლა აქვს თუ არა გაციებას უნარი, „შეავიწროვოს“ კორონავირუსი, ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში იმუნოლოგმა ვლადისლავ ჟემჩუგოვმა ისაუბრა.

სარისკო ექსპერიმენტი: ახალგაზრდებს განზრახ დააავადებენ COVID-19-ით

მისი თქმით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ ვირუსებს აქვთ თვისება, ადამიანის ორგანიზმში ტერიტორიისთვის კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს. ამასთან უკვე „მოშინაურებული“ ვირუსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან „უცხოებს“. რამდენად აქტუალურია ეს პროცესი კორონავირუსის შემთხვევაში, იმუნოლოგის განმარტებით, ამის თქმა დაზუსტებით ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა მსგავსი ვარიანტი გამორიცხული არ არის.

„ცნობილი ფაქტია, რომ ისეთი „შინაური“ ვირუსები, როგორებიცაა ციტომეგალოვირუსი თუ ჰერპესი, გარკვეულ მომენტში ზრდის ინტერფერონების, ანუ ბუნებრივი დაცვითი ფაქტორების გამომუშავებას. ეს შეიძლება დაცვადაც კი იქცეს ახალი გარე ვირუსებისგან, მათ შორის, კორონავირუსისა და გრიპისგან. ან რაიმე სახის მსუბუქმა გაციებამ დაიცვას ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებისგან — ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის“, — განაცხადა ვლადისლავ ჟემჩუგოვმა.

მისი თქმით, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ასეთი დაცვა, მხოლოდ ექსპერიმენტების საშუალებით შეიძლება დადგინდეს. ამის საშუალება აქვთ, მაგალითად, ბრიტანელ მეცნიერებს, რომლებიც ადამიანების ხელოვნურად ინფიცირებას აპირებენ, რათა გაიგონ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.