ყვითელი ამბები

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება – ფოტო სოციალური ქსელიდან

ქართულ ტელესივრცეში რუსკა მაყაშვილი გამორჩეულ ადგილს იკავებს. მისი სამსახიობო ნიჭი და ქარიზმატულობა უამრავ ადამიანს ხიბლავს.
Sputnik

მსახიობი, ტელეწამყვანი, სხვადასხვა ტელეპროექტის ჟიურის წევრი ადამიანების გამხიარულებით აქტიურად არის დაკავებული. მსახიობი თოქშოუების საკმაოდ რეიტინგული სტუმარია.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გარეგნობა აკომპლექსებდა და პლასტიკური ოპერაციების გაკეთებაც უნდოდა, საზოგადოებამ ის სწორედ ბუნებრიობის გამო შეიყვარა. რუსკა მაყაშვილი საკუთარ მინუსებზე მუდამ ხმამაღლა საუბრობს.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით გააცნო მეუღლე. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ.

წყვილი მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია 3 წლის არის. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ცოტა ხნის წინ რუსკამ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ამცნო, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.