ყვითელი ამბები

ნინა ზარქუას პიტო სეთურიძემ ახალი ტატუ დაახატა – ფოტო „ინსტაგრამიდან“

ნინა ზარქუა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ახატავს ახალ ტატუს ცნობილი მოდელი და ტატუმასტერი პიტო.
Sputnik

ცნობილ ქართველ დიზაინერს ნინა ზარქუას მოდელმა და „მასტერშეფის“ მონაწილე პიტო სეთურიძემ ახალი ტატუ დაახატა. ნინას „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ტატუმასტერი მას ხელის მტევანზე გულის ფორმის ფიგურას ახატავს.

ცნობილი ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუა ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ კარიერა უმცროსი შვილის წამოზრდის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად საზოგადოებამ ის გაიცნო როგორც ფეხბურთელის მეუღლე და ცნობილი დიზაინერის ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარი, თუმცა რამდენიმე წლის წინ უახლოესი მეგობრები უცნობი მიზეზით დაშორდნენ.

პროფესიით დიპლომატია, დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მაგრამ ახლა მოდის ინდუსტრიაში საქმიანობს. ყოფილი მოდელი ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულების ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.

ცოტა ხნის წინ ამერიკელი სუპერმოდელი კენდალ ჯენერი, რომელმაც სახელი რეალითი შოუს „კარდაშიანების ოჯახის“ წყალობით გაითქვა, ერთ კვირაში ორჯერ გამოჩნდა ნინა ზარქუას მიერ შექმნილი ფეხსაცმლით. დიზაინერის ჩანთაზე შეაჩერა არჩევანი მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ – მას ერთ-ერთ წვეულებაზე ნინა ზარქუას ჩანთა ეჭირა.