მსოფლიო დღეს

მოლდოვას პრეზიდენტის არჩევნების პირველი შედეგები: ლიდერობს დოდონი

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მოლდოვას პრეზიდენტს ოთხი წლით ირჩევენ და ის  თანამდებობას ფიცის დადების დღიდან იკავებს.
Sputnik

მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დორინ ჩიმილმა განაცხადა, რომ ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლა დაიწყო, ხმათა 34,3%-ით სახელმწიფოს მოქმედი მეთაური იგორ დოდონი ლიდერობს, იუწყება Sputnik-მოლდოვა.

მოლდოვაში კვირას პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რესპუბლიკის მეთაურს ოთხი წლით ირჩევენ. ცესკომ არჩევნები შემდგარად აღიარა, რადგან ამომრჩეველთა აქტივობამ მინიმალურ ზღვარს - 33,33%-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42,76% შეადგინა.

სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე პრეტენზიას 8 კანდიდატი აცხადებს. ძირითადი ბრძოლა მიმდინარეობს პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელიც კენჭს მეორე ვადით იყრის, და პროევროპული ოპოზიციის ლიდერს, პარტია „მოქმედება და სოლიდარობას“ მეთაურს, მაია სანდუს შორის. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს 50%-ზე მეტ ხმას, მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება.