ყვითელი ამბები

„სიყვარული“ – ეკა ხოფერია ქალიშვილის და მისი შეყვარებულის ფოტოს აქვეყნებს

ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა.
Sputnik

ცნობილი ჟურნალისტის ეკა ხოფერიას ქალიშვილი ანანო ლევიძე შეყვარებულია. გოგონა გრძნობებს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად აქვეყნებს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ცოტა ხნის წინ ეკა ხოფერიამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ქალიშვილის და ათული პაპუაშვილის ფოტო გამოაქვეყნა და love დააწერა.

ეკა ხოფერიას დიდი ოჯახი ჰყავს. ანანო ლევიძე ეკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. როგორც თავად სხვადასხვა ინტერვიუში იხსენებს, ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

ანანოს გარდა მიშას და ეკას ორი ვაჟი შეეძინათ. ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა. ანანო ლევიძემ სკოლა წარჩინებით დაასრულა. მისი ბანკეტის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა. დედა-შვილი ნამდვილად შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ანანო სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ თანატოლებს შორის პოპულარულია. სტუდენტი გოგონა სამოქალაქო პასუხისმგებლობას გრძნობს და დედასთან ერთად სხვადასხვა აქციებს, პერფორმანსებს ხშირად ესწრება.